გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა

კლასი-მე-3

საგანი-მუსიკა

მასწავლებელი - მზევინარ ღლონტი

მოსწავლის რაოდენობა-11

გაკვეთილის თემა- მხიარული ნოტი ,,მი,

გამოსაკითხი-ვიოლინოს გასაღები

 მიზანი:
მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებით პროცესში აქტიური მონაწილეობა, ტერმინების სწორად გააზრება, გამოყენება, ხელოვნების დარგებისა და პროფესიების ურთიერთდაკავშირების უნარ-ჩვევების განვითარება. სანოტო
სისტემის ელემენტების გრაფიკულად გააზრება. მოსმენილი და შესწავლილი მუსიკალური მასალის ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

სტანდარტი-

მუს.-III. 1. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტის ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.

მუს.3. 2.მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მართო და სხვებთან ერთად.

მუს.3. 3.მოსწავლეს შეუძლია მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული განწყობილების გამოსახატავად.

მუს.3. 6.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში მუშაობა.

მუს.3.8.მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება.

მუს.3. 13.მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

·         მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.
·         მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
·         მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი ნიშნების ამოცნობა.
·         მოსწავლეს შეუძლია ჯგუფებში მუშაობა.
·         მოსწავლეს შეუძლია ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენება.
·         მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

შეფასება -   განმავითარებელი კომენტარების სახით.
განმსაზღვრელი  შეფასების სქემა.

წინარე ცოდნა

·         მოსწავლეებმა იციან ვიოლინოს გასაღები.
·         მოსწავლეებმა იციან, რომ არის 5 სანოტო ხაზი და ეს არის ნოტების სახლი.
·         მოსწავლეებმა იციან, რომ ვიოლინოს გასაღები სანოტო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი გასაღებია და მას ,,სოლ,, გასაღები ეწოდება.
·         მოსწავლეებმა იციან სად იწერება ვიოლინოს გასაღები.
  
რესურსი- დისკი, მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული.

გაკვეთილის ხანგრძლივობა-45  წთ.

გაკვეთილის მსვლელობა

#
აქტივობა აღწერა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
1
აქტივობა 1
მისალმება, სიის ამოკითხვა, მიზნისა და შეფასების გაცნობა
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
მასწავლებლის პრეზენტაცია
3 წთ
2
აქტივობა 2 კითხვა-პასუხი.

აქტივობის მიზანი-წინარე ცოდნის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა.
მასწავლებელი მოტივაციის ამაღლების მიზნით ახდენს მოსწავლის ცოდნისა და გამოცდილების მობილიზებას მოცემული თემის ირგვლივ.
გონებრივი იერიში.


მთელ კლასთან
მასწავლებლის პრეზენტაცია
7 წთ
3
აქტივობა 3.

აქტივობის მიზანი.
მოსწავლეებისათვის თბილისის კონსერვატორიის გაცნობა.
მინი ლექცია
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო
5 წთ
4
აქტივობა 4

აქტივობის მიზანი-
პითაგორა ბიჭუნას მიერ მოსწავლეებისათვის 7 მხიარული ნოტის და სანოტო ხაზების გაცნობა.
ბავშვები  გაიმღერებენ  7 მხიარულ ნოტს.
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო
5 წთ
5
აქტივობა 5
კითხვა-პასუხი
მასწავლებლის მიერ დასმულია კითხვა: რომელი გასაღებით იღება ნოტების სახლი? რამდენი სანოტო ხაზია, რამდენი ბგერაა?
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან
               
3 წთ
6
აქტივობა 6
ახალი მასალის შესწავლა, მხიარული ნოტი ,, მი“-ს წერა, ადგენენ, რომ ნოტი ,,მი“ იწერება პირველ ხაზზე. წერენ დაფაზე და რვეულში.

მთელ კლასთან
მოსწავლის წიგნი , რვეული და დაფა
10 წთ
7
აქტივობა 7
მუსიკალური განტვირთვა
ბავშვები უსმენენ მოცარტის ოპერის ,,ფიგაროს ქორწინების“ უვერტიურას და თან სწავლობენ ნოტი ,,მი“ ს წერას.
აუდიო მოსმენა
მთელ კლასთან
აუდიო დისკი, რვეული’ დაფა და ცარცი
7 წთ
8
აქტივობა 8
შეფასება
მასწავლებელი აზუსტებს რა შეისწავლეს მოსწავლეებმა. გაკვეთილის ბოლოს მიეცემათ საშინაო დავალება ,,მხიარული ნოტი მი’’.
რეფლექსია
მთელ კლასთან

5 წთ


 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
             .
·         მოსწავლე შეძლებს მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობას და მათ გამოყენებას რიტმულ  ინტონაციურ სავარჯიშოებში.
·         მოსწავლე შეძლებს მარტო სიმღერას და სხვებთან ერთად.
·         მოსწავლე შეძლებს ჯგუფებში მუშაობას.
·         მოსწავლე შეძლებს ნასწავლი მუსიკალური ტერმინების გამოყენებას.
·         მოსწავლე შეძლებს მოსმენილი ნაწარმოების ყოველდღიურობასთან დაკავშირებას.


შეფასება: იხილეთ თანდართული ფურცლები;

ხელმოწერა: მ. ღლონტი


თარიღი: 18.12.2018.





აკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა


ქულები და კრიტერიუმები
ძლიერი
კარგი
საშუალო
სუსტი
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს და მსჯელობს გაკვეთილის ირგვლივ

  

ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად მონაწილეობს ან საერთოდ არ მონაწილეობს
ტერმინების სწორი გააზრება
სწორად წარმოთქვამს მუსიკალურ ტერმინებს  ა შემოქმედებითად იყენებს გაკვეთილის პროცესში.
სწორად წარმოთქვამს მუსიკალურ ტერმინებს
სწორად წარმოთქვამს მუსიკალურ ტერმინებს, მაგრამ ვერ იყენებს გაკვეთილის პროცესში.
არ იცის მუსიკალური ტერმინები.
სანოტო სისტემის ელემენტების გრაფიკულად გააზრება
ყოველთვის კარგად შეუძლია სანოტო სისტემის ელემენტების გრაფიკულად გააზრება
ყოველთვის შეუძლია სანოტო სისტემის ელემენტების გრაფიკულად  გააზრება
შეუძლია სანოტო სისტემის ელემენტების გრაფიკულად გააზრება
არ შეუძლია სანოტო სისტემის ელემენტების გრაფიკულად გააზრება




ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა


კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზანი
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გაიგო
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გაიგო
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გაიგო
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გაიგო
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა
ჯგუფმა სამუშაო ნაწილობრივ დაგეგმა
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ მათ შორის ფუნქციები სწორად არ გადანაწილდა
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, მათ შორის ფუნქციები სწორად გადანაწილდა
ჯგუფის წევრთა ჩართულობა და მათ შორის ურთიერთობა
ჯგუფი არ აქტიურობდა, ერთმანეთში არ თანამშრომლობდნენ
ჯგუფში მხოლოდ ერთი აქტიურობდა
ჯგუფში თითქმის ყველა წევრი აქტიურობდა
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურობდა, მათ შორის იყო საქმიანი ურთიერთობა






















No comments:

Post a Comment